აკაკი ზოიძე: მისასალმებელია პრემიერის გადაწყვეტილება შახტების დახურვაზე, მეშახტეთა ხელფასების შენარჩუნებით

0

უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე, მინდელის შახტის დახურვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზოიძე წერს, მისასალმებელია, რომ პრემიერმა პრაქტიკულად დაუყონებლივ მიიღო საგანგებო ზომა შახტების დახურვის თაობაზე.
„ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების უდიდეს მწუხარებას. მისასალმებელია, რომ პრემიერმა პრაქტიკულად დაუყონებლივ მიიღო საგანგებო ზომა შახტების დახურვის თაობაზე, მანამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველსაყოფად საინჟინრო ექსპერტიზა, მეშახტეთა ხელფასის შენარჩუნებით“, – წერს ზოიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შახტა არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტაში გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი