ანჯელინა ჯოლი კინოკარიერას ემშვიდობება

მსახიობი ანჯელინა ჯოლი კინოკარიერას ემშვიდობება. მან გადაწყვიტა, შვილებს უფრო ბევრი თავისუფალი დრო დაუთმოს, – ამის შესახებ ანჯელინა ჯოლიამ ტელეარხ “ТСН”-თან ინტერვიუს დროს თავად განაცხადა. მისივე თქმით, მას მშვენიერი კარიერა აქვს და ეს მასაც ძალიან მოსწონს, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ მთელი ყურადღება და დრო შვილებს დაუთმოს. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღებაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მისთვის ახლა პირველია, იყოს კარგი დედა და ბავშვებს ყურადღება არ მოაკლოს. ამჟამად ფილმ “ჯადოქრის” პრემიერა მიმდინარეობს, რომელშიც ანჯელინა ჯოლი მთავარ როლს ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები