მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება

0

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება.
„როგორც ჩანს, მარგველაშვილი, რეალურად, წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება. სინამდვილეში, პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კურიოზია, რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი