მამუკა ბახტაძე: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, ყოველწლიურად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს

0

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა.
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ნიშნავს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სამი კვირის წინ, მე ამაზე დეტალურად ვისაუბრე. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და რა თქმა უნდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გამოყენება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი