ტრამპის მრჩეველი: აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს თავდადებას ხედავს და აფასებს

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა მენეჯერმა, კორი ლევანდოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტრამპს ესმის ის თავდადება, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს.
„მე, პრეზიდენტის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი: მჯერა, რომ მას ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს. ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო, საერთო მტრის – თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით. ვფიქრობ, ეს სწორ ნაბიჯად ფასდება, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ის, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი, მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ როცა ქვეყნები აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ, იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ, ვფიქრობ, ეს მათ ერთგულებას ადასტურებს იმ გლობალური გუნდის წევრობის მიმართ, რომლის ყველა წევრი ერთი მიმართულებით მიდის. პრეზიდენტის ნაცვლად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ლიდერები აფასებენ ამ ერთგულებას”, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები