პრემიერი – პოლიტიკურ მზადყოფნას ვაცხადებ ინტენსიურ კომუნიკაციაზე პარლამენტთან, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი
პოლიტიკურ მზადყოფნას ვაცხადებ ინტენსიურ კომუნიკაციაზე პარლამენტთან, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, უმცირესობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე მთავრობა წარდგება იმ პერიოდულობით, რაც საჭიროა მაღალი დონის დემოკრატიისთვის, აგრეთვე, საკითხების სიმწვავიდან გამომდინარე.
„მინისტრობის პერიოდში, ვფიქრობ, ჩემი ქმედებით აღვნიშნე ჩემი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. „ქართული ოცნების”ფილოსოფია გახლავთ საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს არის შემდგარი ფაქტი. მე, ისევე როგორც კაბინეტის ყველა წევრი პარლამენტთან ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას,”- აღნიშნა პრემიერმა.