კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს

უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და დიდ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს.

დეპუტატი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ თანხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წლის მანძილზე დაიხარჯა.

„ოპოზიციის განცხადება პიარისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად მთავრობა ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროექტებისთვის ხარჯავს, იქნება ეს კულტურული, სპორტული, თუ მსგავსი სახის ღონისძიება, მინიმუმ არაპოფესიონალიზმია, თუ არა ძალიან დიდი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ მოსახლეობის მანიპულაციას “ – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხარჯები ეხება არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, მათ შორის უნივერსიტეტების, ანსამბლების, თეატრების, მუზეუმებისა და სხვათა ჯამურ საკომუნიკაციო აქტივობებს 5 წლის განმავლობაში.

კუჭავას განმარტებით, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ტურისტთა დიდი ნაკადი ჩადის, მთავარი მიმართულებაა, ქვეყანა ტურისტულად მიმზიდველი გახადონ, შესაბამისად, “ზუსტად ასეთ ღონისძიებებზე ხარჯავდნენ, ხარჯავენ და მომავალშიც დახარჯავენ თანხებს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები