ლევან დავითაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, „შეღავათიან აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.

„პროექტია ახალი კომპონენტი, პრაქტიკულად, ფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები