პრემიერი: მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა

„ახალი სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას კონკრეტული გრაფიკი აქვს, რომელიც მკაცრად იქნება დაცული”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რაც იმის თქმის საფუძველია, რომ გუნდი თავს გაართმევს არსებულ გამოწვევებს, აგრეთვე, რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას.

„გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში და ან პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მე აღვნიშნე. აგრეთვე, იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმებისა და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები