უკრაინის მომავალი იარაღის მუქარის ქვეშ არ უნდა გადაწყდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ხონ ქერის განცხადებით, უკრაინის მომავალი იარაღის მუქარის ქვეშ არ უნდა გადაწყდეს. მისივე განცხადებით, 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინელ მოსახლეობას შანსს აძლევს, რომ საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან გამოხატონ. “ჩვენ – ყველა ერთად მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მიგვაჩნია, რომ მოსკოვში მონიშნულმა ბიულეტენებმა და მოსკოვიდან ნაკარნახევმა რეფერენდუმმა უკრაინის მომავალი არ უნდა გადაწყვიტოს”, – აღნიშნა ჯონ ქერიმ. მან ასევე აშშ-ის სახელით მწუხარება გამოხატა უკრაინაში მიმდინარე ძალადობისა და მსხვერპლის გამო.