მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

მანამდე,საპარალამენტო უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომები გაიმართება. ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ისეთი დარგების, როგორიცაა განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს;

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები