პრემიერი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. პრემიერს იმედი აქვს, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გამოყვანა და მათი გადარჩენა მოხერხდება.
„დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს. ქალაქ სომას მაღაროში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები, ასობით ნანგრევებშია მოყოლილი. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, მთელ თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი განსაცდელის დროს. იმედი მაქვს, მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გამოყვანა და მათი გადარჩენა“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები