დონეცკში ტერორისტები სამხედრო ნაწილს შტურმით იღებენ

პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები და შეიარაღებული „ბოევიკები“ დღეს დილიდან მივიდნენ სამხედრო ნაწილში № 3037, რომელიც დონეცკის ოლქის ბუდიონოვსკის რაიონში მდებარეობს და შტურმით აღებას ცდილობენ, – ამის შესახებ “Новости Донбасса” ინციდენტის ადგილიდან იუწყება. მათი ინფორმაციით, სეპარატისტები სამხედროებისგან მოითხოვენ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებას და იარაღის ჩაბარებას. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა არ აპირებს იარაღის ჩაბარებას. ეს უკვე „ბოევიკების“ამავე სამხედრო ნაწილის აღების მეხუთე მცდელობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები