ტაილანდის გამოქვაბულიდან უკანასკნელი ბავშვი გამოიყვანეს
ტაილანდის გამოქვაბულიდან ამ წუთებში მეთორმეტე მოზარდი და მწვრთნელი გამოიყვანეს, – ამის შესახებ ტაილანდური მედია იუწყება.
ისინი საველე ჰოსპიტალში გადაყავთ. მაშველების ჯგუფი და გადარჩენილები ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოიყვანეს. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა რვა მოზარდი ამოიყვანეს. ყველა მათგანი ქალაქ ჩიანგრაის სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, სადაც ისინი რამდენიმე დღიან რეაბილიტაციას გაივლიან.
12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა ორი კვირა დატბორილ მღვიმეში გაატარეს. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს, ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა.