ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ექვსი ბავშვი გამოიყვანეს
ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ.
12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა ორი კვირა დატბორილ მღვიმეში გაატარეს. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს, ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა.