თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
თურქეთის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, დაუშვეს სახელმწიფო დროშებიც. გლოვა თურქეთის დასავლეთით, მაღაროში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება, რის შედეგადაც 205 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, აფეთქების შედეგად ნანგრევებს შორის 787 ადამიანია მოყოლილი, ასობით ადამიანი კი დაშავებულია. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ამასთან, თანერ ილდიზის განცხადებით, მაღაროელთა დაღუპვა მხუთავი აირით მოწამვლამ გამოიწვია. ტრაგედია მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მოხდა.