ფრანსუა ოლანდი: უკრაინაში არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება
თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები რაიმე მიზეზის გამო არ ჩატარდება, ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს გაამკაცრებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს ჩვენ – ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ 25 მაისს უკრაინაში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიმართულია კანონიერების შენარჩუნებისთვის, და რომ უკრაინას ჰყავდეს ახლად არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების თაობაზე, თუკი უკრაინაში რაიმე მიზეზის გამო საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, ან თუკი კვლავ მოხდება დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.