ირაკლი კობახიძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მადლობელი ვართ ამერიკელი მეგობრების იმისთვის, რომ ისინი ასე უჭერენ მხარს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები