არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის” დელეგაციას შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ დელეგაციასთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები, საკონსტიტუციო რეფორმა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საკითხები განიხილა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევაა.
დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, აშშ-ის ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები