შალვა ბედოიძე: შემჭიდროებული ვადა გვქონდა, რაც ყველაზე მეტად იყო ხელისშემშლელი
შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრის ეკა ბესელიას შეკითხვებს უპასუხა.
„ის მოწმე, რომელიც ჩვენი ვარაუდით და დადასტურებულად საქმეში დგინდება, კიდეც რომ იმყოფებოდა იქ, ასევე ის მეზობლები, რომლებიც გამოკითხული იყვნენ იმ მომენტში იმყოფებოდნენ სახლში, მათმა ძალიან დიდმა უმრავლესობამ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და არ მოგვაწოდა ის რეალური ინფორმაცია, რაც შეიძლება მოეწოდებიანთ. ჩვენს მიერ იმ კონკრეტულ საქმეზე, რაც შეეხება ხორავას ეპიზოდს, ყველა შესძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები იქნა გატარებული. შემჭიდროებული ვადა გვქონდა, რაც ყველაზე მეტად იყო ხელისშემშლელი, იმიტომ, რომ უამრავი საგამოძიებო მოქმედება იყო ჩატარებული და გარკვეულწილად განაპირობა, რომ ვადები შეგვიზღუდა, თორემ საჭირო და შესაძლებელი ყველა ღონისძება ვიხმარეთ, რომ მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია“, – განაცხადა ბედოიძემ.