სოფო კილაძე: მამუკა ბახტაძის ინიციატივა ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები პირველი მოსმენით განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირეს.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მხარი დაუჭიროს როგორც სახელმწიფო ხარჯების რაციონალურ განაწილებას, ისე სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდას.
„მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვფიქრობ რომ ნამდვილად არის ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღებიდან მოქალაქემდე სიკეთე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მივიდეს. მეორე მხრივ, ცვლილებების შედეგად, გამოთავისუფლდება 100-120 მილიონი ლარი, რაც სრულად იქნება მიმართული სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები