უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა 54 ტერორისტი გაანადგურა

სლავიანსკთან ახლოს უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმ “იაგუარის” მებრძოლებმა 50 ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გვარდიის პირველი ბატალიონის წარმომადგენელმა ანდრეი ანტონიშაკმა განაცხადა. ანდრეი ანტონიშაკის განცხადებით, სნაიპერები მათი მიმართულებით ისროდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა რაზმ “იაგუარის” 5 მებრძოლი ეროვნული გვარდიიდან, ხოლო 14 დაიჭრა. რაზმ “იაგუარის” მებრძოლებმა სულ 54 ტერორისტი გაანადგურეს. ანტონიშაკმა ადგილობრივ ჟურნალისტებს მოუწოდა, ეროვნული ჯარისკაცების წარმატებებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები