ანრი ოხანაშვილი – კუპრავას გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ჩვენთვის ვერ იქნება

„არსებობს დიდი ეჭვი, რომ დამატებითი ინფორმაციის მომცემი კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის ვერ იქნება. ამიტომ მიზანშეწონილია, გადავიდეთ უშუალო მოწმეებისა და მონაწილე პირების გამოკითხვაზე და ამის შესაბამისად ვიმსჯელოთ იმაზე რა სახის მიმართვა თუ რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს”, – განაცხადა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კიმისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, კომისიის მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა. „ჩვენი მთვარია მიზანია, დადგინდეს ამ საქმეში რეალური სურათი და ჭეშმარიტება. ეს ჩვენ უნდა დავდგინოთ პირველ რიგში იმ უშუალო მონაწილე პირთა მეშვეობით, ვინც ჩვენ უნდა გამოვკითხოთ. ჩვენ გამოვკითხეთ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებელი და ხელმძღვანელი, ვინც საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. ეს მოხდება დღეს. ამ ყველაფრის გათალისწინებით, მაშინ როცა ჩვენ არ გვყავს ჯერ უშუალო თვითმხილველები და უშუალო მონაწილეები გამოკითხული, არ უნდა ვიჩქაროთ არანაირი რეკომენდაციის გაცემა. რადგან ეს არ დაემსგვასოს რაიმე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავცვალოთ დღეს არგუმენტები, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მისაღები იქნება თუ შეჯარებული პოზიცია ქონდეს კომისიას. შაბათს ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ ის რომ კუპრას გამოკითხვა ჩვენთვის მიზანშეწონილი არ იყო, მითუმეტეს ამ ეტაპზე. თუმცა განვაცხადეთ, ის რომ ეს რომ არ გახდეს პოლიტიკური არენა და სხვა ფორმა არ მიეცეს, ჩვენ მოვისმინეთ მათი ეს პოზიცია. მაგრამ იქვე ცალსახდა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ამ პოზიციას არ ვემხრობოდით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები