„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – შპს “ლომის მთა”- საკალმახე მეურნეობაა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან, გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

შპს „ლომის მთაში“ წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. საწარმო პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით,სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 845 -ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო.

იმერეთის რეგიონში შეიქმნა 10 ახალი და გაფართოვდა 77 საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები