წილკანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს
მცხეთის მერიის ინფორმაციით, წილკანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ჯონი ბერუაშვილთან ერთად, სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 248 247 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.