გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციაზე: რაც ბატონმა გახარიამ კომისიაზე ახსნა-განმარტებები მოგვცა უფრო გაამრავლა კითხვები არა თუ პასუხები გასცა
„20 ივნისთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გამოძიება, რაც ჩატარდება საინტერესო იქნება. განსაკუთრებით იმის შემდგომ, რაც ბატონმა გახარიამ კომისიაზე ახსნა-განმარტებები მოგვცა. რა კითხვებიც იყო უფრო გაამრავლა, არა თუ პასუხები გასცა,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„ადრე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო და ახლა თქვა, რომ არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო. ანუ რეალურად პოლიციელებს შეაწმინდა ხელი, ყოველ შემთხვევაში სცადა. ეს არის ბუნებრივად დამატებული კითხვები, რასაც იმედია, რომ გამოძიება პასუხს გასცემს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.