კლდის ჩამოშლის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება შეიზღუდა

ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება რამდენიმე საათია, შეზღუდულია. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.
რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, უცნობია. არ გამორიცხავენ, რომ ეს დღეს მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდეს.

დღეს ქუთაისში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები