„ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, რომელიც მოქალაქეების ინტერესზე და ბიუჯეტზე იქნება მორგებული“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ავტობუსების შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხს გამოეხმაურა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
მან ოპოზიციას მათ მიერ ჩატარებული ტენდერები შეახსენა, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ინტერების გათვალისწინებით ატარებდნენ.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, მათ შორის ავტობუსებთან დაკავშირებით, რომელიც მორგებული იქნება დედაქალაქზე, მოქალაქეების ინტერესებზე და ბიუჯეტზე. ჩვენ 100 ავტობუსაც შემოვიყვანთ და უფრო მეტიც, 700-მდე ავტობუსის ჩანაცვლებას ვაპირებთ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ასე რომ, ყველაფერი გეგმაზომიერად მოხდება და საბოლოოდ მივიღებთ სწორედ ისეთ ტენდერს, რომელიც მისაღები იქნება როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის და დედაქალაქის ბიუჯეტისთვის”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები