მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, ამ ყველაფერს პოლიტიკური დევნა უწოდოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ერთი რამ დარჩენია, ყველაფერს პოლიტიკური დევნა უწოდოს.
“ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, ამ ყველაფერს პოლიტიკური დევნა უწოდოს. ეს მარტივი “მესიჯ ბოქსია”, იმის იქით ვერსად წავა, რადგან როგორც კი შინაარსში შევა, მაშინვე თავი უნდა იმართლოს იმ ქმედებისგან, რაც ჩაიდინა და ეს სასამართლომაც დაადასტურა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.