პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას. პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიდა განვითარების შესახებ, დეტალურად გააცნო.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, განსაკუთრებით ის ხელშესახები შედეგი აღინიშნა, რომელიც ორ ქვეყანას შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
გამოითქვა სურვილი, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის დონეს შეესაბამებოდეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო, იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა გეგმავს. განსაკუთრებული აქცენტები განათლების რეფორმაზე გაკეთდება, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი უნდა შექმნას. ამერიკულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გეგმები და ხედვა, ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით, პოზიტიურად შეაფასა. აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა ბოლო პერიოდში მიღებული რეზოლუციებით და განცხადებებით. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერის აქტი – ითქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, აღნიშული გახდება მყარი საფუძველი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა, თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანისა. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა და აშშ-ის მხრიდან იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ქვეყანას საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმარება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და იმას, თუ როგორ მოხდეს არსებული საფრთხეების მინიმიზაცია. ელიზაბეტ რუდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.