იენს სტოლტენბერგი ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსგან პროგრესს ელის

ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. ნატოს გენერალური მდივანი მიმდინარე წლის ივლისში ჩანიშნულ ნატოს სამიტზე საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ელოდება.
„ველოდები, რომ ლიდერები, რომლებიც ივლისში, ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან, აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ცხადად დააფიქსირებენ სურვილს, განაგრძონ საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის სამიტს ესწრება, სადაც თავდაცვითი პროექტებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ დეკლარაციის მიღების თაობაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები