სოფიო კილაძე: ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია

„პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის, როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-გან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

„ის მაღალი დონის შეხვედრები, რომლებიც სპიკერმა გამართა ადასტურებს იმ ძლიერ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აშშ-დან: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა. საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ საფეხურზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში. ეს არის ჩვენი პოლიტიკის დიდი გამარჯვება საგარეო ურთიერთობების კუთხით და იმის დადასტურება, რომ „ქართულ ოცნებას” ძალიან სწორი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან კარგად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების, ასევე განათლებისა და ეკონომიკის განვითარებაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები