ოხანაშვილი ოპოზიციას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე: თუ გაქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, წარმოადგინეთ დაუყოვნებლივ

ოპოზიციის განცხადებებს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.
ოხანაშვილმა კოლეგებს მოუწოდა დაუყუნებლივ წარადგინონ კონკრეტული ინფორმაცია, ან მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხზე, დეპუტატის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციად ჩაითვლება.
„მსურს გამოვეხმაურო დღეს პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ურთიერთშეთანხმებულ განცხადებებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით. კოლეგებო, თუ მართლა გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომ ვინმე მართლაც გარდაცვლილია, ან რომელიმე სხვა პირი კიდევ მონაწილეობდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, გთხოვთ, წარმოადგინოთ დაუყოვნებლივ. თუ ასეთი არ გაქვთ – თქვენი განცხადებები მხოლოდ სპეკულაციაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები