საქართველოს პრეზიდენტს ყაზახეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

 

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ყაზახეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ყაზახეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები