“მოქალაქეების ეს ნაწილი წლიდან-წლამდე, ყველა მთავრობის პირობებში უყურადღებოდ იყო მიტოვებული გასაჭირთან პირისპირ”

ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე თბილისის მერის ინიციატივას, კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
“გვინდა გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის ინციატივას კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ. ეს არის ამ ეტაპისთვის ისტორიული გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ეს ნაწილი წლიდან წლამდე, ყველა მთავრობის პირობებში იყო უყურადღებოდ მიტოვებული თავის გასაჭირთან პირისპირ. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ პირადად თბილისის მერს კახა კალაძეს, მის ამ ინციატივას, დაზარალებულ მოქალაქეებს და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ინვესტიციების მოზიდვის და ინვესტორების დაინტერესების საქმეში, აგრეთვე მოვუწოდებთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობისკენ. დავუდგეთ გვერდით თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაში ქალაქის მერიას”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები