თალაკვაძე ბობოხიძეს: ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ყველა კითხვას გავცემთ პასუხს – საზოგადოება დარწმუნდა, რომ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან “ევროპული საქართველოს” წევრს, კაკო ბობოხიძესაც მიმართა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მიმდინარე პროცესებს “დუმილი” არ შეიძლება ეწოდოს.
“მინდა აკაკი ბობოხიძეს ვუპასუხო, რომელმაც თქვა: – დუმილი ძვირი დაგიჯდებათო. ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. თუ შეიძლება დამიდასტუროთ, მართლა ხმა გაქვთ თუ არა ჩართული – დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?! კომისიის ყველა წევრს გვაქვს კონკრეტული კითხვები და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს. რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა არის ის, რომ რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს და რაზეც მტკიცებულებები არის შეკრებილი, პასუხისგებაში მიცემულია ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია. შედეგი ეს არის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები