„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა“

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის კონგრესში მსგავსი შინაარსის და დატვირთვის საკანონმდებლო აქტი დარეგისტრირდა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული კანონპროექტს.
მისი თქმით, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიმართაც ამერიკის კონგრესი ერთსულოვანია და იმ შემთხვევაში თუ ეს განხორციელდება, მომავალში ამას არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ გაცილებით უფრო მეტი და ღრმა პოლიტიკური დატვირთვა ექნება.
„მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ჩვენ რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ. პარალმენტის თავჯდომარის ვიზიტის პერიოდში, ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
კონკრეტულად, როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – კონგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს გმობს და მოითხოვს სანქციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვისი მონაწილეობაც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. .
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შესაბამისი ზომები გაატარონ იმ პირების მიმართ, ვინც ამ სიაში შევა.
„ამ მოკლე დროში ამ კონკრეტული საკითხის მიმართ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. ცხადია, ეს არ არის პროცესის დასასრული. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა ეს ორი ინიციატივა, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ხოლო მეორე ევროკავშირის მხრიდან უმნიშვნელოვანესია. საქართველო ყოველთვის აქტუალურია და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალ პოლიტიკური დღის წესრიგში დგას“, – აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები