სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველო-უკრაინის მისწრაფებებს ნატო-ში ინტეგრირების თვალსაზრისით

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, სადაც მან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა, საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„როდესაც რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში და სამხედრო ძალის გამოყენება სურს თავისი მეზობლების წინააღმდეგ, ნატო-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს ამის მიმართ. ჩვენ ეს უკვე ვიხილეთ საქართველოსა და უკრაინაში. რუსეთს ასევე გადასროლილი ყავს სამხედრო შენაერთები მოლდოვაში, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ეს არის პრაქტიკა, რასაც ბოლო წლებში მიმართავს რუსეთი და რასაც პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა სტოლტენბბერგმა.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აქვთ თუ არა შანსები საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობაზე, სტოლტენბერგმა უპასუხა – „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების თვალსაზრისით. ამ ქვეყნების წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს. არავის საქმე არაა შეეცადოს ჩაერიოს ამ პროცესში ან რამენაირად ვეტო დაადოს“.
სტოლტენბერგის განცხადებით, სრულიად მიუღებელია, როდესაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროების ხელახლა ჩამოყალიბებას ცდილობს და მეზობელი სახელმწიფოების ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები