არჩილ თალაკვაძე – საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში

„საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.
“ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში თავდაცვის, უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკელ კოლეგებთან მოქმედი პარლამენტის თანამშრომლობა ძლიერდება, საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები