აგარაში, ავარიას, თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან, უწყების თანამშრომელია მესამე, დაშავებული პირიც. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები