ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტი მორიგ სხდომას გამართავს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს.
დღეს, სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასთავმჯდომარეობით მორიგ სხდომას გამართავს.
განხილული იქნება ქვეკომიტეტის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე აქტუალურ საქმეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სახელმწიფოს მიერ ყველაზე პრობლემური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
დღევანდელ სხდომაზე, ეკა ბესელია ქვეკომიტეტის წევრებს მიაწოდებს ინფორმაციას ეროვნული პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემის თაობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ეხება.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის პრეზიდენტად ეკა ბესელიას არჩევის შემდეგ, დღეს მეოთხე სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები