საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მამუკა ბახტაძემ თურქ კოლეგას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
საუბარი შეეხო რეგიონულ პროექტებს და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
თურქეთის პრემიერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები