გია ვოლსკი: რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა სტრუქტურული ცვლილებების ფონზე 120 მილიონ ლარს დაზოგავს.
ვოლსკის თქმით, რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებების ბუმთან არ იქნება დაკავშირებული.
„რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან, ვინაიდან, უმუშევრობის პრობლემა ისედაც არსებობს საქართველოში და ეფექტური თანამშრომელი, რასაკვირველია, არის დეფიციტი და არამარტო საქართველოში, აქედან გამომდინარეობს ის, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებზე გაწეული ხარჯები იქნება დატოვებული იმავე დონეზე, რაც არის ვთქვათ, 2018 წელს და ზრდას კი საკმაოდ სერიოზულს ველოდებით, იმ პროექტების განხორციელებით, რომელსაც მთავრობა გეგმავს, აქედან გამომდინარე, მოპოვებული ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხა არ იქნება საჭირო მთავრობის შესანახად,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები