“ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე“

„ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს მიესალმება.
დეპუტატის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია არის სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტებული მოდელი, რომლის სიკეთეს, მისივე თქმით, საკუთარ თავზე მოქალაქეები ძალიან მალე იგრძნობენ.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს პრემიერს აქვს პროგრესული და ნოვატორული ხედვა, რომელსაც ზურგს შესაბამისი კომპეტენცია, ახალგაზრდული ენერგია და კვალიფიციური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი უმყარებს. არსებული რეფორმები ზუსტად პასუხობს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ საჭიროებებს და სრულ თანხვედრაშია თანამედროვე გამოწვევებთან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები