მაია ცქიტიშვილი: ბიუროკრატიული ხარჯები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა მცირდებოდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანას სტრუქტურული ოპტიმიზაცია სჭირდება, რათა გადანაწილებული ფუნქციები ეფექტურად შესრულდეს. მისივე თქმით, ბიუროკრატიული ხარჯები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა მცირდებოდეს.
“ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი ხარჯები, სახელმწიფო აპარატის და ბიუროკრატიის ხარჯები იყოს დაფიქსირებული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-ით. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, რადგან ეს მაჩვენებელი არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც. ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი სტრუქტურების ოპტიმიზაცია ისეთი სახით, რომ ჩვენ გადანაწილებული ფუნქციები შევასრულოთ ძალიან ეფექტურად და მეორე მხრივ, ხარჯების მაჩვენებელი გავხადოთ რეალური.
ეს იმისთვის არ კეთდება, რომ ჩვენ შევამციროთ ხალხი. არ გვაქვს საუბარი მასობრივ დათხოვნებსა და შემცირებებზე, საუბარია მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. ზოგადად, ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, არამედ პირიქით, უნდა შემცირდეს. ბიუროკრატიული ხარჯები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა მცირდებოდეს. მცირე მთავრობის კონცეფცია მიმართულია იმაზე, რომ უნდა იყოს ეფექტური მცირე ბიუროკრატია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები