ზაზა პაპუაშვილი: ცვლილებები, რომელიც რეფორმას, უკეთეს ცხოვრებას უკავშირდება, მისასალმებელია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს მიესალმება.
როგორც დეპუტატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჭიროა, რომ მთავრობა იყოს უფრო მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისას.
„თუ აუცილებელია ცვლილება, მე ამ ცვლილებების განხორციელებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ყოველ დღეს მოაქვს თავისი სიურპრიზები, სიახლეები, რომელიც რეფორმას, უკეთეს ცხოვრებას უკავშირდება და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, საჭიროა, რომ მთავრობა იყოს გაცილებით მობილური, ტემპში და ამავდროულად, კვალიფიციურად წყდებოდეს პრობლემები, ნაკლები ხარჯი იყოს და ეს ცვლილებებიც ამისკენ არის მიმართული.
ამასთან, უნდა გამოიხატოს კომპეტენციები. ეს ყველაფერი ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
“საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები