ზაზა გაბუნია: პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა

„პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა და მას პარლამენტი გაიზიარებს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს მოდელი შესაბამისია საპარლამენტო დემოკრატიებისთვის. გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მოდელი იძლევა ხარჯების დაზოგვისა და შრომის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობას.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. დღევანდელ განცხადებამდე პრემიერმა იმუშავა სწორედ პარლამენტთან, მის უმრავლესობასთან და წარმოადგინა მოდელი, რომელიც კონსულტაციებზე იქნა განხილული, ამიტომ ვფიქრობ ამ მოდელს და სტრუქტურას პარლამენტი მხარს დაუჭერს და გაიზიარებს”,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები