გოჩა ენუქიძე: ქვეყანას მომავალი განვითარებისთვის ოპერატიული და ეფექტური მთავრობა ნამდვილად სჭირდება

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა” მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმას გამოეხმაურა და ცვლილებები დადებითად შეაფასა. მათი განცხადებით, სამინისტროების ოპტიმალური რაოდენობა და ფუნქციების განაწილების ისეთი მოდელი, სადაც ყველა დარგს ეფექტური მართვა და სათანადო ყურადღება დაეთმობა, მისასალმებელია.

„მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის  მიმართ  გაგვაჩნია პოზიტიური მოლოდინები – განახლება, პრობლემებზე სწრაფი რეაგირება, დაწყებული საქმეების ახალი ენერგიით გაგრძელება, რომ საზოგადოებამ შედეგი რაც შეიძლება სწრაფად დაინახოს. რაც შეეხება მთავრობის რეფორმას, სამინისტროების ოპტიმალური რაოდენობა და ფუნქციების განაწილების ისეთი მოდელი, სადაც ყველა დარგს ეფექტური მართვა და სათანადო ყურადღება დაეთმობა, მისასალმებელია. მცირე, ოპერატიული და ეფექტური მთავრობა ნამდვილად სჭირდება ქვეყანას მომავალი განვითარებისთვის”, – აცხადებენ ფრაქციაში.

„ძალიან საინტერესოა  პრემიერის და მთავრობის ახალი  გუნდის  ხედვები და მათი სამოქმედო გეგმა თითოეულ სფეროში. ველოდებით  მათ  საკანონმდებლო  ორგანოში  და ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო და პროდუქტიული განხილვა გვექნება”, – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის”  თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები