გია ვოლსკი: ახალი მთავრობა ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება

„მგონია, რომ ახალი მთავრობა ძალიანაც ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება“, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ მისივე კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია.
“ჩემი აზრით, თუკი ხელისუფლება ვერ აჩვენებს შედეგებს, მაშინ ეს ხელისუფლება ხალხის მიერ უნდა იყოს გადარჩეული. თუმცა, როგორც კი ვადამდელი გაისმის, მაშინვე წარმომიდგენია დაძაბულობის ის ხარისხი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომ ყველაფერს მივყვეთ გეგმაზომიერად, კანონის შესაბამისად და მე ასე მგონია, რომ ახალი მთავრობა ძალიანაც ეფექტური იქნება და ეგ საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება. პოლიტიკური შემადგენელი დღეს ძალიან რთული აქვს ჩვენს ქვეყანას. ზოგადად მგონია, რომ საზოგადოება თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები