მაია ცქიტიშვილი: ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.
„ამ საკითხზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? დავით ჭიჭინაძეს თავისი პოზიცია და ვარაუდი აქვს, როგორც ვხედავთ. მას ვერ დავეთანხმები. ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაზაფხულზე, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი